Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს 21-29 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსები და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი. და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.