Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ზონგი • თბილისის კამერული თეატრი

თბილისის კამერული თეატრი/ კოტე აფხაზის #4
ხანგრძლივობა: 90

„ზონგი“ ბერტოლტ ბრეხტის სამი პიესის - „ჯაშუში“, „ცარცის ჯვარი“ და „ებრაელი ცოლი“ მიხედვით განხორციელებული სპექტაკლია. ნაწარმოებების მთავარი თემები აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიც არის ფაშიზმი და ფაშისტურ რეალობაში ჩვეულებრივი ადამიანების ყოფიერების სირთულე. პიესები გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დაიწერა და საყურადღებოა, რომ თითქმის ერთი საუკუნის გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. დღეს, როცა სამყარო კვლავ დგას მასშტაბური ომის ზღვარზე, როდესაც კვლავ ფხიზლდება ევროპაში ნაციზმი, ფაშიზმი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ამ მანკიერებათა მსხვერპლს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სცენიდან ვესაუბროთ მაყურებელს იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ნებისმიერმა რეაგირების გარეშე დატოვებულმა მოვლენამ.

თბილისის კამერული თეატრის უნიკალური სცენიური სივრცე საშუალებას აძლევს მაყურებელს, პირისპირ შეხვდეს პერსონაჟებს, მინიმალისტური დეკორაცია და მინიმალისტური საფორტეპიანო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა, კიდევ უფრო მეტ ჯადოსნობას სძენს ნაწარმოებს.

რეჟისორი: ანასტასია ნავროზაშვილი

მხატვარი: ლუკა ჭულუხაძე

კომპოზიტორი: ვინფრიედ შტრაუსი

რეჟისორის ასისტენტი: ლევან ბაქრაძე

როლებში: სოფო ლომჯარია, ცოტნე მაისურაძე, გიორგი კაკალაშვილი, გუგა ქაცარავა, ნინი კვირიკაშვილი, მარიტა მესხორაძე, ლუკა ბაზაძე.

თარიღი
ხვალ
20:00
20 ₾
პარასკევი, 20 მაისი
20:00
20 ₾

მსგავსი ღონისძიებები

ზონგი
თბილისის კამერული თეატრი/ კოტე აფხაზის #4
ბედნიერი დღეები
თბილისის კამერული თეატრი/ კოტე აფხაზის #4