უკრაინა
რეჟისორები:კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი,უკრაინა
კომპოზიტორი:ანდრი მერხელი
დიზაინერები,ქორეოგრაფები,მუსიკალური ადაპტაციის ავტორები:კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი
ფოტოგრაფი:იური მეჩეთოვი
ხანგრძლივობა:90 წუთი(შესვენების გარეშე)
მონაწილეობენ:
კრისი-იჰორ რუბაშკინი
კიმი-კატერინა კისტენი
სპექტაკლის შესახებ:სპექტაკლი „სიბნელის წინააღმდეგ“ შვედი დრამატურგის იორგენ იერდტის პიესის „სიბნელეში“ მიხედვითაა დადგმული.
კრისი და კიმი მცველები არიან,ან,ყოველ შემთხვევაში,ერთმანეთს ასე ეუბნებიან.იმდენია ხანია,თავიანთ პოსტებზე დგანან,რომ მაყურებელს ნელ-ნელა ეჭვი ეპარება-,,სწორ" ადგილას არიან კი ნამდვილად?..იქნებ მათი მისია დასრულებულია?დროის შეგრძნება დაკარგული აქვთ,მაგრამ იციან,რომ საფრთხე,რომელიც ემუქრებათ,რეალურია.
სიუჟეტი მაყურებლის თვალწინ და გვერდით ვითარდება,იგი,პრაქტიკულად,თეატრალური ქმედების თანამონაწილე ხდება. სპექტაკლი "სიბნელეში" იმ გაურკვევლობის შესახებაა,რომელიც შეუცნობლის უფსკრულის პირას,გარდაუვალი უბედურების მომენტამდე გვეუფლება...
ეს განცდა კარგადაა ნაცნობი გმირებისთვის,რომლებიც ერთად აღმოჩნდნენ სიბნელეში...
ორი უკრაინელი მსახიობი,რომლებიც დღეს შუა ომში აღმოჩნდნენ..გრძელვადიანი პარტნიორობა ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეჩერდა...კაცი-უკრაინაში დარჩა,ქალმა-შვედეთს შეაფარა თავი...პროფესიაში ერთწლიანი დუმილი ჩამოდგა,რასაც მოჰყვა მომავალი პროექტისათვის მზადება და ორთვიანი სარეპეტიციო ზუმ-დიალოგი.
დღეს ისინი თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს სცენაზე,რათა სხვადასხვა პერპექტივიდან ისაუბრონ ერთსა და იმავეზე- ცხოვრებისეულ დეზორიენტაციაზე,რომელსაც ომის შავი ფონი გასდევს.
ავტორს სურდა,მსახიობებს სიბნელეში ეთამაშათ.დროითი რეალობა ასეთია-შუქის გამოურთავადაც საკმარისზე მეტია სიბნელე.
*ბილეთების შეძენისას თანხმობას აცხადებთ, ფესტივალის მსვლელობის დროს გადაღებულ ვიდეო ან ფოტო მასალაში გამოჩენაზე.
--------------------------------------------------------------------------------
* While purchasing tickets customers agree that they might appear in after movie and photos