Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ქალი ვარ, გესმის ჩემი ?/ من یه زنم ، صدامو میشنوین ؟ • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ერთი ქალი ვარ, გესმის ჩემი ხმა - მარჯანიშვილის თეატრი
ენა: English
რეჟისორი: ქამელია ღაზალი
კომპოზიტორი: მეჰრან მირმირი
ქორეოგრაფი: ,,პრაქსისის“ გუნდი
მთ. როლში: სეთარეჰ ესკანდარი
მთ. როლში: სარაჰ ბაჰრამი
მთ. როლში: ჰანა ქამქარი
როლში: ფაჰიმეჰ ამანზადე
როლში: ელნაზ ესმეილზადეგანი
როლში: სანაზ ნაჯაფი
როლში: თოომაჯ დანეშბეჰზადი

ქამელია ღაზალი

დრამა

 რეჟისორი - ქამელია ღაზალი

კომპოზიტორი - მეჰრან მირმირი

დიზაინი - ,,პრაქსისის“ გუნდი

ფოტოგრაფი - რეზა ღაზიანი

მონაწილეობენ: სეთარეჰ ესკანდარი სარაჰ ბაჰრამი ჰანა ქამქარი ფაჰიმეჰ ამანზადე ელნაზ ესმეილზადეგანი სანაზ ნაჯაფი თოომაჯ დანეშბეჰზადი

სპექტაკლის შესახებ:

ჩვენი სპექტაკლი ირანელი ქალების - გარდასული დროთა თუ თანამედროვე ქალების ტკივილსა და ტანჯვაზეა. იგი სამი თაობის ამბებს მოგვითხრობს , ბებიიდან ჩვენს დროში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონამდე; მოგვითხრობს ამ ქალების სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, იმედებზე.. ჩვენი სპექტაკლი ომზეა - ომზე, რომლის ხმაც არავის არასდროს ესმოდა. ეს ის ხმაა, ათწლეულების განმავლობაში რომ იმალება თოვლისა და სიცივის ქვეშ, ხმა, რომლის ექოსიც კი გვეშინია. ეს ხმა ქალისაა. მისი იმედგაცრუებების ისტორია მისი დაბადებიდან იწყება: გოგონა მოწიფულობის ასაკში შედის, ხდება დედა, ბებია, შემდეგ ბერდება და ასე გრძელდება ეს ამბავი თაობიდან თაობამდე - ზოგჯერ შეიძლება მიინავლოს, ძალა დაკარგოს, მაგრამ თვითონ არასდროს ქრება, თითოეული ეს ტკივილი, ტანჯვა, სურვილები ოჯახის სხვა ქალს გადაეცემა მემკვიდრეობად. ქალი, მისი სხეული და გონება, ათასი სხვა ქალის ამბად ქცეული და შემდეგ ჩვენს სპექტაკლში აღბეჭდილი, დახვეწილი თხრობითაა ნაამბობი, თითოეულ ამბავს თითო მსახიობი ყვება, მაგალითად, ბებია, მთხრობელი, რომელიც ყველაფრის მომსწრე გამხდარა, რაც კი ამ ათწლეულების განმავლობაში მოხდა და ახლა ცდილობს, ეს ქაოტური მდგომარეობა თავიანთ სქესის წარმომადგენლებს შეუმსუბუქოს.

ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე

თარიღი
პარასკევი, 07 ოქტომბერი
20:00
40 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები

ლებენსრაუმი
ლებენსრაუმი - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
ქალი ვარ, გესმის ჩემი ?/ من یه زنم ، صدامو میشنوین ؟
ერთი ქალი ვარ, გესმის ჩემი ხმა - მარჯანიშვილის თეატრი
წყვეტილი ფიგურები
წყვეტილი ფიგურები - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)