Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ლებენსრაუმი • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ლებენსრაუმი - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
ენა: English
რეჟისორი: ჯაკობ აჰლბომი
მხატვარი: დოუვ ჰიბმა და ჯაკობ აჰლბომი
კომპოზიტორი: ალამო რეის ტრექი
მთ. როლში: ჯაკობ აჰლბომი
მთ. როლში: სილკე ჰუნდერმარკი
მთ. როლში: რეინერ შიმელი
როლში: ლეონარდ ლუსიერი
როლში: რალფ მულდერი
ჯაკობ აჰლბომ კომპანი ლებენსრაუმი ფიზიკური თეატრი რეჟისორი: ჯაკობ აჰლბომი კომპოზიტორი ალამო რეის ტრექი მხატვრობა დოუვ ჰიბმა და ჯაკობ აჰლბომი ფოტოები: სანე პეპერი ქვეყანა: ნიდერლანდები მონაწილეობენ: ჯაკობ აჰლბომი, სილკე ჰუნდერმარკი, რეინერ შიმელი, ლეონარდ ლუსიერი, რალფ მულდერი. სპექტაკლის შესახებ; ორი მამაკავი ერთ ძალიან პატარა ოთახში ცხოვრობს. მათ მარტივად გადაწყვიტეს სივრცის სიმცირის პრობლემა. მთელი ავეჯს რამდენიმე ფუნქცია აქვს : საწოლი პიანინოდ გადაიქცევა, ხოლო წიგნების თარო მაცივარიცაა. სახლში ქალის არყოფნის კომპენსაციის მიზნით კი მექანიკური თოჯინა შექმნეს. თუმცა მალე ნათელი ხდება რომ მექანიკური ქალბატონი არ აპირებს მშვიდად აკეთოს დავალებები სახლისა და მამაკაცების მოვლის მიმართულებით - მას საკუთარი აზრები უჩნდება. დაძაბულობა ჩნდება და იზრდება და პატარა ოთახი კიდევ მეტად პატარავდება - მამაკაცების ბრწყინვალე გამოგონებას ისინი დაღუპვისაკენ მიჰყავს. ლებენსრაუმი ბასტერ კიტონის, მე-20 საუკუნის 20იანი წლების მსახიობისა და და კინორეჟისორის ნამუშევრებითაა შთაგონებული. ბასტერ კიტონი ფიზიკური კომედიისა და ფარსის პიონერი იყო . იმ დროის კლასიკური ფილმები , როგორიც იყო ბასტერ კიტონის ნამუშევრებიც, ფორტეპიანოზე ცოცხალი შესრულების თანხლებით გადიოდა. სპექტაკლსაც, ფილმების მსგავსად, მუსიკალურად აფორმებს რალფ მულდერი და ლეონარდ ლუსიერი „ალამო რეის ტრექ „ ჯგუფიდან. ხანგრძლივობა : 60 წუთი
თარიღი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი
20:00
40 ₾-დან
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი
20:00
40 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები

ლებენსრაუმი
ლებენსრაუმი - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)
ქალი ვარ, გესმის ჩემი ?/ من یه زنم ، صدامو میشنوین ؟
ერთი ქალი ვარ, გესმის ჩემი ხმა - მარჯანიშვილის თეატრი
წყვეტილი ფიგურები
წყვეტილი ფიგურები - მარჯანიშვილის თეატრი (დიდი სცენა)