Ajax Loader
Geo

ფრანგები, ნოვი თეატრი, პოლონეთი • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

Expo Georgia B
ენა: Polish
სუბტიტრები: ქართული / English
ხანგრძლივობა: 280

პრუსტი / ვარლიკოვსკი

ფრანგები

რეჟისორი: კშიშტოფ ვარლიკოვსკი

სპექტაკლის შესახებ:

„ფრანგები“ კშიშტოფ ვარლიკოვსკის უახლესი თეატრალური ექსპედიციაა თანამედროვე ევროპული მენტალობისა და იდენტობის ფესვების ძიებაში. მის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მარსელ პრუსტის მონუმენტური რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც აღწერს საზოგადოებას ძირეული ცვლილებების ეპოქაში, შეძრულს ძველი იერარქიის რღვევით, მძვინვარე ანტისემიტიზმით და, რაც მთავარია, დიდი ომით. იყენებს რა ჟილ დელიოზის ცნობი ფრაზას: „მხოლოდ ის მკვდრები ბრუნდებიან უკან, რომლებიც ნაჩქარევად და არც ისე ღრმად დამარხეს“, ვარლიკოვსკი მოიხმობს პრუსტის ტექსტს, რათა გაიაზროს დღევანდელი ევროპის მდგომარეობა, რომელიც ირონიულად მოიხელთა ფრანგმა ხალხმა ასი წლის წინ; სწორედ ამით აიხსნება პიესის აზრთა აღმძრავი სათაური.

იმისათვის, რომ ჯეროვნად გადმოცემულიყო პრუსტის იდეა სხვადასხვა დროების პარალელურად არსებობის შესახებ და არ დაკარგულიყო მისი მცდელობა, გამოეხატა დროის ფენომენის კომპლექსურობა, საჭირო გახდა პარალელური სიტუაციების შექმნა. სპექტაკლის ჩანაფიქრში არ ყოფილა რომანის სასცენო ეკვივალენტის შექმნა, არამედ პარალელური სამყაროს პოვნა, სტრუქტურისა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დრო მოექცეოდა ნემსის ყუნწში პრუსტის კრიტიკული მზერის გავლით; შენარჩუნდებოდა მისი ხედვის სიცხადე და ბრწყინვალე გონება. არალინეარულ დროში ჩაძირულებს, საშუალება გვეძლევა დავაკვირდეთ პრუსტის რადიკალურ ხატებას თეატრის იდეალურ გარემოში - მთელი თავისი სოციალური და სულიერი ენერგიით.

ვებგვერდი: www.nowyteatr.org  

Proust / Warlikowski

The French

Directed by Krzysztof Warlikowski

About Performance: 'The French' is Krzysztof Warlikowski's latest theatrical expedition in search of the roots of present-day European mentality and identity. Its starting point is Marcel Proust's monumental novel, 'In Search of Lost Time,' which depicts a society in upheaval, shaken by the erosion of the old hierarchy, rampant antisemitism, and, above all, by the outbreak of the Great War. Channeling Gilles Deleuze's remark that 'the only dead who return are those whom one has buried too quickly and too deeply,' Warlikowski invokes Proust to reflect on the condition of today's Europe, ironically encapsulated by the French people of a hundred years ago, which explains the play's thought-provoking title.

Web: www.nowyteatr.org
თარიღი
ფასები
ორშაბათი, 02 ოქტომბერი
19:00
65 ₾-დან
სამშაბათი, 03 ოქტომბერი
19:00
65 ₾-დან