Ajax Loader
Geo

ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზ • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა B
ენა: English
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 90
რეჟისორი: პოლ გლოუბი
ავტორი: პედერ ბიურმანი
მთ. როლში: მარტინ ჟაკი, ადრიან სტაუტი, იონას გოლანდი
როლში: პიტერ ქოლფილდი და ლუსი კილპატრიკი

ვიზუალური რეჟისორი: მარკ ჰოლთიუსენი

მუსიკალური ადაპტაცია : პარტინ ჟაკი - ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო

ადრიან სტაუტი - ბასი, ხერხი (მუსიკალური), ტერმენვოქსი, ვოკალი

სპექტაკლის შესახებ:

,,თაიგერ ლილიზ“ სრულიად უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს გასაოცარი ნაზავია, მაგრამ ის, რაც ამ ჯგუფს სხვა დანარჩენებისგან მართლაც გამორჩევს, უმძლავრესი ემოციური მუხტია და შესრულების უშუალოება, ,,დაუმუშავებელი“, ველური ვნება. შავი იუმორის ამ დიდოსტატების მუსიკალურ წამორდგენებში ,,გრძნობათა შეურაცხყოფას“ უსაზღვრო სინაზით აღფრთოვანება მოსდევს. მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი - ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია. უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური extravaganza - ,, თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.

თეატრის შესახებ:

ჯგუფი ,,თაიგერ ლილიზ“ 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წლები გადის, მაგრამ მათი ჟღერადობა კვლავ ყველა უნიკალურ და ორიგინალურ რამედ რჩება, რასაც კი ადამიანი ხელოვნებაში შეიძლება გადაეყაროს. მარტინ ჟაკმა, ანსამბლის ფრონტმენმა, სიმღერების ავტორმა და ჯგუფის შემქმნელმა, ახალგაზრდობის არაერთი წელი გაატარა ბორდელის თავზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში,ლონდონის სოჰოში, და ფანჯრიდან ადევენებდა თვალს ქალაქის ამ ნაწილის ხმაურიან, ფარულ ცხოვრებას. ჟაკს ათი წელი დასჭირდა, ეს უჩვეულო სამყარო ხელოვნებად რომ გადაექცია,

ეს მომღერლად და სიმღერების ავტორად ტრანსფორმირების წლები იყო. ,,თაიგერ ლილიზ“-ის სამყარო ბნელია, არაფრის მსგავსი, მრავლფეროვანი, ღრმა სევდის, დაუნდობელი შავი იუმორისა და უსაზღვრო სილამაზის ელემენტებით. მისი მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერის და ბოშური მუსიკის ნაზავია, მისი სამყარო ბერტოლდ ბრეხტის და ჟაკ ბრელის სამყაროებს ეხმიანება. ჯგუფი აღტაცებისგან აოგნებს, აღაფრთოვანებს და ართობს, და ამას პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი in-year-face შოუებით ახერხებს, სადაც წინდაწინ ძნელი გამოსაცნობია, სად დასრულდება წარმოდგენის ზღვრები.

თარიღი
ფასები
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
20:00
25 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

ბროდსკი/ბარიშნიკოვი - რიგის ახალი თეატრი
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა ა
ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზ
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა B