Ajax Loader
Geo

ცირკოპოლისი - ცირკი ელუაზი, კანადა • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

გრიბოედოვის თეატრი
ჟანრი: -----------------
ხანგრძლივობა: 85
რეჟისორი: დეივ სენ-პიერი და ჟანო პენშო
ავტორი: დეივ სენ-პიერი და ჟანო პენშო
მთ. როლში: არატა ურავა, მარილუ ფერშელდენი, ანა ლევანდოვსკა, დომინიკ ბუშარი, სეპე ვან ლუვერენი, იან ლებლანკი, კლოდი დაბკევიჩი, მიკა ელინგერი, მეთიუ ჯეიმზ ბრაუნი, მარინა მენდოზა, აიზეკ ზოლტერი.
როლში: .

დეივ სენ-პიერის და ჟანო პენშოს ცირკი

სპექტაკლის შესახებ:

წარმოდგენაში ,,ცირკოპოლისი“ ცირკი ელუაზი, იგივე ,,სერკ ელუაზი“ დიდი ოსტატობით უყრის თავს საცირკო ხელოვნების, თეატრისა და ცეკვის ელემენტებს, ხოლო ამ ნაზავს დახვეწილად სტილიზებულ სასცენო დეკორაციებში წარმოადგენს, რომლებმაც დიდი ქალაქის რიტმი და ყოველდღიურობა უნდა განასხიეროს. ამ ატმოსფეროში თორმეტი აკრობატი და მულტიდისციპლინარული არტისტი ამბოხებას აწყობს ყოფიერების ერთგვაროვნების წინააღმდეგ, თავს ხელახლა პოულობს და ეჭვქვეშ აყენებს მექანიკურ სისტემად ქცეული ქალაქის კონცეფციას, ამას კი მსახიობები ისე აკეთებენ, მხოლოდ ამ თეატრალურ დასს რომ შეუძლია. ,, ცირკოპოლისი“ წარმოდგენილია, როგორც ერთგვარი გზათშესაყარი, გადაკვეთის სივრცე წარმოსახვასა და სინამდვილეს, ინდივიდუალურსა და კომუნალურს, ზღვრებსა და შესაძლებლობებს შორის. ,, ცირკოპოლისის“ ატმოსფეროში შესვლა გათავისუფლებას, იმედის ფრთებით ქროლვას ნიშნავს, აღნიშნავს ,,სერკ ელუაზის“ მხატვრული ხელმძღვანელი და სპექტაკლის თანარეჟისორი ჟანო პენშო.

 თეატრის შესახებ:

,,სერკ ელუაზი“ - იმ მოძრაობის მამოძრავებელი ძალა, თეატრალური ხელოვნების ,,ხელახლა გამოგონებას’’ რომ ემსახურება, უკვე 25 წელია, მრავალი თეატრალური ჯილდოს მქონე გასართობ წარმოდგენებს დგამს და მსოფლიოს თანამედროვე ცირკებს შორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება. ,,სერკ ელუაზს“ არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოხიბლული ჰყავს ნიუ-იორკის ბროდვეი თუ ლონდონის უესტ-ენდი. მისი პროდუქცია ფართო დიაპაზონისაა და ყველანაირ მაყურებელს სწვდება, მაგ. მისი რეპერტუარი ორმოცდაათამდე ქვეყნის კულტურით საზრდოობს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ,,სერკ ელუაზის“ თერთმეტი წარმოდგენა 5 500 -ჯერ იქნა ნაჩვენები მსოფლიოს 550 ქალაქში და ისინი 3,5 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

ყურადღება: სპექტაკლზე მოქმედებს "-20%" ფასდაკლების აქცია. ფასდაკლების მისაღებად ამოირჩიეთ ადგილები, დააჭირეთ შემდეგს და მონიშნეთ -20% ფასდაკლება

თარიღი
ფასები
ორშაბათი, 17 სექტემბერი
20:00
15 ₾-დან
სამშაბათი, 18 სექტემბერი
20:00
15 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

აბონემენტი 2018
ფესტივალის დარბაზები
ბროდსკი/ბარიშნიკოვი - რიგის ახალი თეატრი
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა ა
ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზ
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა B