Ajax Loader
Geo

ბროდსკი/ბარიშნიკოვი - რიგის ახალი თეატრი • თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა ა
ჟანრი: დრამა
ენა: Русский
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 90
რეჟისორი: ალვის ჰერმანისი
ავტორი: იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვით
მთ. როლში: მიხაილ ბარიშნიკოვი
როლში: .

სპექტაკლის შესახებ:

ბროდსკი/ბარიშნიკოვი ერთი ადამიანის წარმოდგენაა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული, შემსრულებელი - მიხაილ ბარიშნიკოვია. დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს ალვის ჰერმანისს, ( ,,რიგის ახალი თეატრის“ ) ეკუთვნის. ბროდსკი/ბარიშნიკოვი ( BRODSKY/BARYSHNIKOV) ემოციური მოგზაურობა/ჩაღრმავებაა პოეტის ინტუიციურ და კომპლექსურ კომპოზიციებში. სპექტაკლი სრულდება რუსულ - ბროდსკის მშობლიურ ენაზე, ბარიშნიკოვი მისი დიდი ხნის მეგობრის ნატიფად ბასრ და ამაღელვებელ ნაწერებს კითხულობს. მის უდახვეწილეს პლასტიკას მაყურებელი ბროდსკის შინაგან სამყაროში გადაჰყავს, ისე, როგორც იგი, ეს სამყარო, ჰერმანისმა დანახა, მოწიწებითა და აღფრთოვანებით.

ყურადღება: სპექტაკლზე მოქმედებს "-20%" ფასდაკლების აქცია. ფასდაკლების მისაღებად ამოირჩიეთ ადგილები, დააჭირეთ შემდეგს და მონიშნეთ -20% ფასდაკლება

თეატრის შესახებ:

რიგის ახალი თეატრი სახელმწიფო სარეპერტუარო თეატრია, იგი 1992 წელს დაარდა და 1997 წლიდან მისი ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ალვის ჰერმანისი უდგას სათავეში. რიგის ახალი თეატრის სახელოვნებო პრინციპები უმაღლეს პროფესიონალიზმს, ეთიკურ და ესთეტიკურ ხარისხს ეფუძნება, რასაც დასი გონივრულად შერჩეულ, მაყურებლისათვის მიმზიდველი რეპერტუარით ახერხებს - დასი საკუთარ აუდიტორიად თანამედროვე, განათლებულ და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს მიიჩნევს. რიგის ახალი თეატრი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფესტივალებში მონაწილეობს და ამ დროისთვის, ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე, 200-ზე მეტი ქალაქში, 40 ქვეყანაში აქვს ნაჩვენები საკუთარი ნამუშევრები.

BARYSHNIKOV PRODUCTIONS დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანიაა ნიუ-იორკში, რომელიც თავის დანიშნულებად თვლის, ყველაზე გამორჩეული რეჟისორების, ქორეოგრაფებისა და არტისტების ხმა მსოფლიოს ყველაზე ანგარიშგასაწევ, აღიარებულ სცენებამდე მიიტანოს. სწორედ ამ მასშტაბის ფარგლებში აქვს მას გაწეული პროდიუსერობა/ მოწყობილი ტურნეები პროექტებისათვის ,,უაით ოუქ დენს პროჯექთ’’/ White Oak Dance Project (1990-2002), , აკრძალული შობა, ანუ ექიმი და პაციენტი ( 2004-06), ,,ბეკეტისეული სკეტჩები“/ Beckett Shorts (2007), ,,პარიზში“ (2010-12), ადამიანი ჩემოდანში (2012-14), ,, მოხუცი ქალი“ (2013-15) და ,,წერილი მამაკაცს“ (2015-17).

თარიღი
ფასები
პარასკევი, 14 სექტემბერი
20:00
20 ₾-დან
შაბათი, 15 სექტემბერი
20:00
20 ₾-დან
კვირა, 16 სექტემბერი
20:00
20 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

აბონემენტი 2018
ფესტივალის დარბაზები
ბროდსკი/ბარიშნიკოვი - რიგის ახალი თეატრი
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა ა
ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე, თაიგერ ლილიზ
მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა B