Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

სახლი • თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი

ექსპერიმენტული თეატრი, ივანე ჯავახიშვილის 88

სპექტაკლი შექმნილია მანანა მენაბდის იგავის ,,სახლი’’ს მიხედვით, რომელიც აგებულია ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიით, ასევე გაჯერებულია კინო-ენისა და ლიტერატურული ელემენტები. ამ დადგმით, ავტორს სურს წინა პლანზე წამოწიოს თანამედროვე ყოფის ესოდენ თვალში საცემი აფსურდულობა და მისი ილუზორულობა.

ზღვარი რეალურსა და ირიალურს შორის ფაქტიურად წაშლილია და ადამიანები მოძრაობენ ჩაკეტილ და აფსურდით გარემოცულ წრეში. სამწუხაროდ, თანამედროვე ყოფაში ისტერიული ტემპო-რიტმის ფონზე ადამიანები ვეღარ ახერხებენ ამ წრიდან გასვლას და სამყაროს გაცნობიერებას.

სპექტაკლი ,,სახლი’’ ავლენს რეალური სამყაროს ილუზიას, ხოლო ილუზია კი რეალობას უსმევს ხაზს. სახლი, რომელშიც გმირი ცხოვრობს ბუტაფორიულია. თეატრში, სადაც სახლისგან განსხვავებით ყველაფერი პირობითი უნდა იყოს, რეალურია. სწორედ ეს შეუსაბამობა გაუსმევს ხაზს მთავარ სათქმელს - ყოფის ილუზორობას.

ავტორი და რეჟისორი - მანანა მენაბდე

დამდგმელი ქორეოგრაფი- თინათინ ქოიავა

მუსიკის ავტორი - დავით თავაძე

მხატვარი - გრიგოლ მიქელაძე

მხატვრის ასისტენტი - თამაზ ბოჭოიძე

ვიდეო მონტაჟი და გრაფიკა - ანარ მამედოვი

შემსრულებლები ,,იმპულსი''ს მოცეკვავე - მსახიობები: გიორგი გობეჯიშვილი, ანარ მამედოვი, ანა კაზანაშვილი, სალომე მაზმიშვილი, ემილია გამბაროვა, ნუნუ ღიბრაძე, თამარ წიკლაური. განათება - გიორგი შურღაია, გახმოვანება - მათე კვირაია

🔷სპექტაკლი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით

🔷თეატრის პარტნიორია სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი

თარიღი
შაბათი, 24 აპრილი
17:00
12 ₾

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)

მსგავსი ღონისძიებები

სახლი
ექსპერიმენტული თეატრი, ივანე ჯავახიშვილის 88