Ajax Loader
Geo

ნიაზ დიასამიძე - 33ა • თაგის არტი

დიდი საკონცერტო დარბაზი A

23 ივნისს, საღამოს 8 სთ-ზე, „ჩეკინ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხელოვნების პირველ საერთაშორისო ფესტივალს დახურავს "ნიაზ დიასამიძე- 33 ა".

ნიაზის მუსიკალურ კომპოზიციებს რიტმულ დინამიკურობას მატებს შესრულების უჩვეულო მანერა, რომელიც ჟანრობრივად აერთიანებს რეგის და ფოლკ-როკს. მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა და ძლიერი რაინდული სულისკვეთება, რამაც განაპირობა ნიაზ დიასამიძის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში.

თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარში ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გასული წლის 24 ოქტომბერს გამოჩნდა, როცა ორგანიზატორებმა ფესტივალის დაარსების იდეა ოფიციალურად წარადგინეს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით „მარე ნოსტრუმ“- იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

წლევანდელი ფესტივალი 12 ივნისს წარმატებით გახსნა ჯაზის ამომავალმა ვარსკლავმა, ფრანგმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა ტომ იბარამ ჯგუფთან ერთად. მეორე დღეს წამყვან ქართველ ჯაზმენებთან ერთად გამართულმა ჯემსეიშენმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ტალანტი, საოცარი იმპროვიზაციის უნარი და მელოდიურობის უსაზღვრო დიაპაზონი.

ფესტივალ "თბილისი რიტმის" დამფუძნებელია კომპანია „თაგის არტი - მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“.

თარიღი
ფასები
შაბათი, 23 ივნისი
20:00
10 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

ივერია 50
ააიპ ასოციაცია ჯადოსნული ხმები
მეფის ასული ავრორა
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია
ASEA SOOL
Art-Gene
EchoWaves powered by Exit
გასვლა
Kobuleti Ozone Fest
ალტერვიჟენ