Ajax Loader
Geo

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მრავალფეროვან ექსპოზიციას მოიცავს, სადაც წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი. მუზეუმში ვიზიტი სვანეთში აღმოჩენილი ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მასალის გაცნობით იწყება. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი. IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს.

რისი გაკეთება გსურთ?