Ajax Loader
Geo

BLOK9 SEASON CLOSING: ◰ ILLA J ◰ GIORGI ZURABISHVILI ◰ CUTKILL • SpaceHall

სპეისჰოლი

BLOK9 მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების ჰიპ-ჰოპის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას.

Illa J ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია დეტროიტიდან, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის Slum Village-ის წევრი იყო 2012-2015 წლებში. ასევე, Illa J ცნობილია მის უფროს ძმასთან, J Dilla-სთან ერთად ჩამოყალიბებული კოლაბორაციული პროექტით Yancey Boys, რომლითაც Illa J-მ მისი ძმის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა მოღვაწეობა. მოგვიანებით კი, J Dilla-ს მუსიკალური კატალოგის გამოყენებით, 2013 წელს გამოუშვა ალბომი ‘Sunset Blvd,’ რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეს J Dilla-სთან ასოცირებულმა ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან Common და Talib Kweli.

Slum Village-ის წევრობის პერიოდში, Illa J-მ მონაწილეობა მიიღო ჯგუფის ორი სტუდიური ალბომისა და ორი მიქსტეიპის შექმნაში და მსოფლიო ტურის ფარგლებში 100-ზე მეტი შოუ გამართა. 2015 წლიდან ის აქტიურად შეუდგა სოლო კარიერის განვითარებას და ამავე წელს გამოუშვა რიგით მეორე სოლო ალბომი სახელად ‘Illa J’ რომელშიც შესულია ცნობილი კანადელი პროდიუსერის, Kaytranada-სა და Illa J-ს კოლაბორაცია. პირველი ალბომისგან განსხვავებით, Illa J-ს მეორე ჩანაწერი J Dilla-ს ფროდაქშენს საერთოდ არ შეიცავს. ამ ალბომით Illa J შეეცადა მისი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებას, რასაც ის 2017 წლის 30 ივნისს დაანონსებული მესამე სოლო ალბომით ‘Home’ აგრძელებს.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად მსმენელს საშუალება ექნება იხილოს ლოკალური სცენის წარმომადგენლები: Giorgi Zurabishvili & Cutkill: ამიკო ნინუასა და „დეკას,“ იგივე გიორგი ზურაბიშვილის კოლაბორაცია 2012 წელს დაიწყო . მათი მუსიკა გამოირჩევა როგორც ოქროს ხანის, ასევე თანამედროვე ჰიპ-ჰოპის მრავალფეროვანი სელექციითა და საინტერესო, იმპულსური ცოცხალი შესრულებით. Shining & Luna999: მიშო ურუშაძისა და მაქს მაჩაიძის პროექტი, რომელიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ონლაინ ლეიბლის LTFR-ის ნაწილია.

https://www.facebook.com/events/1576953949012474/  
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPay
  • ხიზანიშვილის #3 UniPay
  • წერეთლის #77ა UniPay
  • მეტრო პოლიტქნიკურთან (ბუკიას მხარე) UniPay
  • მეტრო ნაძალადევთან UniPay

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPay

გორი

  • სტალინის #10 UniPay

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPay

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPay

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPay

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPay