Ajax Loader
Geo

მილიონრები • Biletebi.ge

მარჯანიშვილის თეატრის სხვენი
ხანგრძლივობა: 70

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით

სპექტაკლისავტორი - დავით საყვარელიძე

ქორეოგრაფი - ეკა არჩაია

რეჟისორისთანაშემწე - ლეილა მურღულია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ჯენარო - ბადრი ბეგალიშვილი

ამალია - მარინა სოლომონია

ამადეო - პაატა ვახტანგიშვილი

მარია - ვერიკო კალანდია

პეპე - ნიკა წერედიანი

ფედერიკო - დათო ბერაძე

მღვდელი - ბესო ქარჩავა

ადელაიდა - ჯულიეტა პაკელიანი

ასუნტა - ლონდა კაცია

პეპენელა - ლიანა მიქაშავიძე

ტერეზა - ნინო შავგულიძე

მარგარიტა - სანათა ძაძამია

უბნისინ ინსპექტორი - ნუგზარ წერედიანი

ჩაპა, საგადასახადოს უფროსი - იუკა ვასაძე

სტუმარი - ედემ ხვიჩია

ლუჩია - ლელა შარაბიძე

უცნობი ჭირისუფალი - იზოლდა ბოკუჩავა

რეჟისორის კომენტარი :არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ!

ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს. განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არა ქვს. ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს. დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო” - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს.

სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის.

თარიღი
ფასები
სამშაბათი, 30 მაისი
19:45
12 ₾