Ajax Loader
Geo

17.05. The Real Group ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში • Biletebi.ge

კახიძის მუსიკალური ცენტრი

17 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მასპინძლობს ძალზე საინტერესო და სახელგანთქმულ ვოკალურ ჯგუფს შვედეთიდან. The Real Group- ინოვაციური ვოკალური ანსამბლი, რომელმაც ხმის, როგორც ერთადერთი ინსტრუმენტის მეშვეობით შექმნა უნიკალური მუსიკალური ექსპრესია ჯაზის, პოპისა და ჩრდილო-ევროპული საგუნდო მუსიკის სფეროში.

ჯგუფი შეიქმნა 1984 წელს და 30 წელზე მეტია მოგზაურობს საკონცერტო ტურნეებით მთელს მსოფლიოში. მათმა ფართო რეპერტუარმა და მუსიკალურმა სრულყოფილებამ გახადა შესაძლებელი ჯგუფის თანამშრომლობა სიმფონიურ ორკესტრებთან, ჯაზ ანსამბლებთან, პოპ ჯგუფებთან და ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორებიც არიან ბარბარა ჰენდრიქსი, ტუუტს ტილემანსი და სერ ჯორჯ მარტინი, ასევე მათი გამოსვლები შევედეთის სამეფო ოჯახისთვის,, ფიფას მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეაში და სახელმწიფო მოხელეებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იაპონიის იმპერატორის ჩათვლით. ანსამბლს გამოცემული აქვს 20 დისკი, და ასევე თავად უწევენ პროდიუსირებას საკუთარ კონცერტებს, სატელევიზიო პროგრამებს და გვევლინებიან რამდენიმე ა ცაპპელლა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები.

2012- 2013 წლებში ჯგუფმა გამართა საგასტროლო ტურნე საქველმოქმედო პროგრამის “ვარსკვლავი სიცოცხლისთვის” ელჩის რანგში, რათა დახმარებოდნენ შიდსის ვირუსის შესახებ საგანმანათლებლო აქციას სამხრეთ აფრიკაში. ასევე ისინი ატარებენ ვორქშოპებს და გაკვეთილებს მთელს მსოფლიოში, რათა შთააგონონ მომღერლები და პედაგოგები.

ანსამბლის წევრები არიან:

ემა ნილსდოტერი

ლიზა ოსტერგრენი

ანდერს ედენტოთი

მორტენ ვინთერი

იანის სტრაზდნისი

 

 On 17th of May Djansug Kakhidze 3rd International Music Festival host very interesting and famous vocal group from Sweden. The Real Group - is a groundbreaking vocal group, which with the voice as their sole instrument has created a unique musical expression in the domain between jazz, pop and Nordic European choir music.

The Real Group has produced 20 CD ́s in their own name, and they have also produced their own concert tours, TV programs and have been artistic directors for several a cappella Festivals around the world. In 2012 and 2013 the group toured as ambassadors for the charity program Star For Life to educate and raise awareness about AIDS/HIV among young adults in South Africa.

The Real Group also focuses on education, and through workshops and coaching aims to inspire singers and teachers around the world.

The members of the ensemble are:

Emma Nilsdotter

Lisa Östergren

Anders Edenroth

Morten Vinther

Janis Strazdins

თარიღი
ფასები
ოთხშაბათი, 17 მაისი
20:00
15 ₾-დან