Ajax Loader
Geo

BEGALUT - უცხოობაში • მარჯანიშვილის თეატრი

მარჯ. თ. - დიდი სცენა ბ
ხანგრძლივობა: 120
პრემიერა: 12-04-2016
რეჟისორი: ლევან წულაძე
ავტორი: (შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით)
მხატვარი: ნინო სულგულაძე
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ნინო კალანდაძე
მთ. როლში: ბესო ბარათაშვილი, გურანდა გაბუნია, ანა გრიგოლია, ბარბარე დვალიშვილი, ანა ვასაძე,
მთ. როლში: ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა, ნიკა კუჭავა, ეკა ნიჟარაძე, პაატა პაპუაშვილი,
მთ. როლში: კონსტანტინე როინიშვილი, თეონა ქოქრაშვილი, ნინო წულაძე, გიორგი ხურცილავა, გივი ჩუგუაშვილი
სპეკტაკლის შესახებ: ორი ებრაელი ოჯახის ცხოვრება ბედნიერებიდან სრულ განადგურებამდე ჩვენს თვალწინ სრულიად უსიტყვოდ ვითარდება, გვესმის ყველა ის შურით და ბოღმით სავსე სიტყვა რომელმაც ისინი დაღუპა. ერთმანეთს უპირისპირდება უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული ამოძახილი და მოძალადეთა სიძულვილით გამსჭვალული ექსტაზი. თითქოს ყველაფერი დასრულდა… თუმცა შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება ვინც დამარცხებაშიც მზადაა მომავალი ზეიმისთვის… თითქოს დახურული ფანჯრიდან ვაკვირდებით მათ ცხოვრებას, არ გვესმის ხმა მაგრამ განწყობა გადამდებია. აქ თითქოს ყველაფერი ზეიმს მოუცავს, ყველა ბედნიერია, ყოველგვარი ამქვეყნიური ბოროტება მათთვის უცხო და შორეულია. ბედისწერა მათ ცხოვრებას ნელნელა ცვლის, მიუხედავად სიყვარულის კრახის, ღალატის, იმედგაცრუების, ისინი ბედისწერის სასიკეთოდ შემობრუნებას ცდილობენ, თუმცა წინ უფრო დიდი განსაცდელი, დრამატული, ტრაგიკული ყოფა ელოდებათ. ებრაულ იავნანას ასრულებს ნეკა სებისკვერაძე
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.