Ajax Loader
Geo

აურზაური არაფრის გამო • მოზარდ მაყურებელთა თეატრი

დიდი დარბაზი
ჟანრი: კომედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 150
პრემიერა: 21-06-2016
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ავტორი: უილიამ შექსპირი
მხატვარი: ლომგულ მურუსიძე
კომპოზიტორი: ზვიად გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
მთ. როლში: ნიკოლოზ ფაიქრიძე
მთ. როლში: გიორგი ჯიქურიძე
მთ. როლში: ნიკოლოზ ნანიტაშვილი
უილიამ შექსპირის კიდევ ერთი შესანიშნავი კომედია „აურზაური არაფრის გამო“ მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტისთვის, „ითავისებენ სახეებს“, რასაც მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს სპექტაკლში. თეატრი ამ სპექტაკლით თავის ახალგაზრდა მაყურებელს მოუწოდებს, რომ არასოდეს მიიღონ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებანი, ნურასოდეს შეიტანენ ეჭვს და უნდობლობას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში, გულწრფელნი და გულახდილნი იყვნენ, რათა არც თვითონ იტანჯონ და არც უძვირფასეს არსებებს მიანიჭონ ტკივილი და უნდობლობით გამოწვეული შეურაცჰყოფა. სპექტაკლი აღსავსეა ახალგაზრდული ენერგიით, მხიარულებითა და ოპტიმიზმით.
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.