Ajax Loader
Geo

პატარა უფლისწული • Marjanishvili Server

სარდაფი ა
ენა: ქართული
პრემიერა: 15-11-2016
რეჟისორი: ნინო ნამიჭეიშვილი
ავტორი: ანტუან სენტ ეგზიუპერი
მხატვარი: ნინო ნამიჭეიშვილი
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი: ნინო ჟორჟოლიანი
მთ. როლში: კოკო როინიშვილი, ქეთი ცხაკაია, ანა ვასაძე, მიშო სიხარულიძე,
მთ. როლში: გიორგი კიკნაძე, ზურაბ გაგლოშვილი,
მთ. როლში: ზაზა კაკაბაძე, მალხაზ გაბუნია,
როლში: ხმა - ბესო ბარათაშვილი
სპექტაკლი წარმოადგენს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოების –“პატარა უფლისწულის” სცენურ ვერსიას, რომელშიც მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომი-ყველაფრის დამანგრეველი ძალა უძლურია სიყვარულის წინაშე. მხოლოდ სიყვარული იხსნის მარტოობისა და უსასოობისთვის განწირულ კაცობრიობას. სპექტაკლის მთავარი გზავნილია წიგნის ავტორისეული ფრაზა, რის გამოც ეს ნაწარმოები ჩემთვის “პატარა სახარებად” იქცა, მარადიული საიდუმლო -“მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”. სწორედ ამ ფრაზამ მაპოვნინა მთავარი გასაღები-პატარა უფლისწულს სპექტაკლში განასახიერებს დაბადებიდან მხედველობადაქვეითებული ბიჭუნა მიშო სიხარულიძე, რომელიც, მართლაც, გულით ხედავს და, მისდაუნებურად, ბევრი რამის მასწავლებელია ყოველი “სრულყოფილი” ადამიანისთვის. ნინო ნამიჭეიშვილი
თარიღი
ფასები
შაბათი, 25 მარტი
20:00
14 ₾-დან