Ajax Loader
Geo

Steve Morrison - ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში • Biletebi.ge

ბლუზის ფესტივალი // ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ

გიტარაზე დაკვრის უჩვეულო მანერით Steve Morrison -მა მთელი ევროპის ფესტივალები და საშემსრულებლო არენა დაიპყრო. გასულ წელს კი როგორც „გიტარის ვარსკლავების“ ფინალისტმა - სატელევიზიო სივრცეც. სტივ მორისონის ხელწერა გამოირჩევა ბასის სიმებზე აკორდების შეყოვნებით, ვიდრე სასიმღერო მელოდია უწყვეტად ჟღერს, რაც დაკვრის სრულიად უნიკალურ სტილს ქმნის. სტივ მორისონის ექვსივე კომპაქტ დისკი სარეკორდო მაჩვენებლით იყიდება. რეპერტუარშია ბევრი ორიგინალური სიმღერა, რომელსაც ასრულებს მახვილგონივრული კომენტარებით, გიტარის სიმების უბადლო აჟღერებითა და მგრძნობიარე ხმით.

ყურადღება: ყველა მე-3 ბილეთზე მოქმედებს 30% ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად ჩააგდეთ კალათაში 3-ის ჯერადი ბილეთი და დააჭირეთ შემდეგს. შემდეგ მონიშნეთ სასურველი ფასდაკლება.

სტივ მორისონს მოიხსენებენ, როგორც ბენდი ერთი ადამიანში. მან შეძლო ჯონ ლი ჰუკერის ენერგიული რითმები შეხამება რაი ქუდერის ტკბილხმოვანებასთან და მიიღო ბლუზის უნიკალური, ძლიერი ხმა. სტივის თბილი ბრიტანული აქცენტით შესრულებული მელოდიები ბუნებრივად ქმნის საცეკვაო სახალისო განწყობას.

29 ივლისი - Steve Morrison და 30 ივლისი - ჯემსეიშენი (ქართველი და უცხოელი ბლუზმენების ერთობლივი იმპროვიზირებული შესრულება)


თარიღი
ფასები
შაბათი, 29 ივლისი
17:00
20 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები