Ajax Loader
Geo

BLOK9 Presents: Funky DL ◰ MC Cutkill ◰ MOKUMOKU • Biletebi.ge

Spacehall/სფეისჰოლი

BLOK9 სერიები მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების ჰიპ-ჰოპის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას.

Funky DL: ლეგენდარული MC, ბრიტანული Hip-Hop სცენის პიონერი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1997 წელს მისი პირველი ალბომი, ‘Classic Was The Day’, გამოიცა, რომელმაც არტისტს ფართო აღიარება მოუტანა. მას შემდეგ, Funky DL-მა რამდენიმე ათეეული მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომლის პროდიუსერიც თავად იყო. მისი მუსიკა გამოირჩევა კლასიკური ჯაზის და ჰიპ-ჰოპის სინთეზით, რაც ჰარმონიულად უთავსებს ჯაზის რიტმსა და ლირიკას. თუმცა, Funky DL ყოველთვის ახერხებს შეინარჩუნოს თითოეული კომპოზიციის ზოგადი არსი და ამასთანავე არ დაკარგოს საკუთარი ტექსტის გავლენა. 1999 წელს, მან დაარსა საკუთარი ლეიბლი Washington Classics და დაიწყო გრძელვადიანი თანამშრომლობა ლეგენდარულ იაპონელ პროდიუსერ Nujabes-თან. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, Funky DL-მა მის მეგობარს და დიდი ხნის პარტნიორს არაერთი კომპოზიცია მიუძღვნა.

2011 წელს გამოშვებულ ალბომს ‘Blackcurrent Jazz 2’ Funky DL მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარებს. იგი აქტიურად მუშაობს საკუთარი ალბომების ინსტრუმეტალ ვერსიების გამოშვებაზე. მისი ბოლო ალბომი ‘Autonomy: The 4th Quarter 2’ 2016 წელს გამოვიდა.

MokuMoku: 2014 წელს, ორი წევრისგან შემდგარი დუო MokuMoku მოგვიანებით ბენდ-პროექტად გარდაიქმნა. ჯგუფი თავდაპირველად ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპ / ტრიპ-ჰოპს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მათი მუსიკალური პალიტრა გაიშალა და ინდასტრიალისა და ფანქის ელემენტები დაემატა.

MokuMoku ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტული ჯგუფია ქართულ სცენაზე. Giorgi Zurabishvili & MC Cutkill : იგივე ამიკო ნინუა (ლოკალური ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული MC) და „დეკა“ იგივე გიორგი ზურაბიშვილი (ლოკალური ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული სელექტორი). არიან ჰიპ-ჰოპის მეშახტეები და მკვლევარები, თბილისის ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერები, რომლებმაც ერთ-ერთი პირველებმა დაიწყეს კლუბურ სივრცეში ჰიპ-ჰოპ მუსიკის დაკვრა. ისინი 2012 წლიდან გამოდიან ერთად და მათი მუსიკა გამოირჩევა როგოც ოქროს ხანის, ასევე თანამედროვე ჰიპ-ჰოპის მრავალფეროვანი სელექციითა და საინტერესო, იმპულსური ცოცხალი შესრულებით. Lasha Babuadze: ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენის წარმომადგენელი და ვინილ კოლექტორი. 2015 წლიდან აქტიურად უკრავს სხვადასხვა ლოკაციებში. მისი სეტები ძირითადად ორიენტირებულია 90-იანი წლების ამერიკულ ჰიპ ჰოპზე, თუმცა არც თანამედროვე არტისტების სიმცირით გამოირჩევა.

პირველი კალათა: 15 ლარი

მეორე კალათა: 25 ლარი

თარიღი
ფასები
ხვალ
21:00
15 ₾

მსგავსი ღონისძიებები