Ajax Loader
Geo

Eurovision 2017-ის "ფართი" ევროვიზიის ოფიციალურ ფანკლუბში • Biletebi.ge

რესტორნების ქსელი- დაუნთაუნი
9,11 და 13 მაისს, უკრაინის დედაქალაქი, კიევი ევროპის ყველაზე მასშტაბურ კონკურსს, ევროვიზიას მასპინძლობს. 2017 წელს კონკურსზე 43 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მათ შორისაა საქართველოც, რომელიც უკვე მეათე წელია ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს შეუერთდა. 2017 წელს საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძეა, რომელიც საკონკურსი სიმღერას, Keep The Faith-ს პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს შეასრულებს. ევროვიზიის ქართველ გულშემატკივარს, საშუალება აქვს შეიკრიბოს კონკურსის ფანკლუბში, რომელიც რესტორნების ქსელ „დაუნთაუნის“ ყველაზე დიდ ფილიალში, მარჯანიშვილის 5ში მდებარეობს, 9 და 13 მაისს და უგულშემატკივროს საქართველოს კონკურსის ნახევარფინალურ და ფინალურ შოუებზე. იზეიმე მრავალფეროვნება, უგულშემატკივრე ქვეყანას და გახდი ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის თანამონაწილე.
თარიღი
ფასები
სამშაბათი, 09 მაისი
22:00
10 ₾
შაბათი, 13 მაისი
22:00
10 ₾