Ajax Loader
Geo

მანანა მენაბდის სოლო კონცერტი - სიზმრები საქართველოზე • Biletebi.ge

თუმანიშვილის თეატრი
ჟანრი: საქველმოქმედო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და საქველმოქმედო ფონდი "ჩემი სახლი" წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის მანანა მენაბდეს საქველმოქმედო კონცერტს - "სიზმრები საქართველოზე".

საქველმოქმედო კონცერტზე მანანა მენაბდე განახლებული რეპერტუარით წარდგება. მისივე თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში "ჩემი სახლი" ფონდი

"ჩემი სახლი" დაარსდა 2013 წელს, რომლის დამფუძნებელია მსახიობი ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე,

ფონდის დაქვემდებარებაშია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,სადაც მუდმივად ცხოვრობს 10 ბავშვი, ასევე ფონდის ბაზაზე მოქმედებს დღის ცენტრის ქვეპროგრამა რომელიც ემსახურება, სოციალურად დაუცველ ოცამდე ბავშვს. ფონდი ასევე დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს. ფონდი ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მიმართულია ბავშვთა ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობასა და გაძლიერებისაკენ.

ბილეთის ფასი 20 ლარი,

"ჩემი სახლი" რეკვიზიტები: ბანკი ქართუ GE 67 CR 0000000005583608

ღონისძიებიდან შემოსული თანხა , მთლიანად გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს "ჩემი სახლი" პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ მანანა მენაბდეს, რომელიც უანგაროდ დაუდგა ფონდს გვერდში და ასევე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა თეატრს.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 234 28 99 თუმანიშვილის თეატრის სალარო 593 27 88 57 - საქველმოქმედო ფონდის "ჩემი სახლი" ხელმძღვანელი ნატა დურგლიშვილი

თარიღი
ფასები
სამშაბათი, 04 აპრილი
20:00
20 ₾