Ajax Loader
Geo

მამუკა ჩარკვიანის საღამო - ყველა გიტარას მე დავარქმევ მამუკას • Biletebi.ge

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი.

არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა კომპოზიტორის სიმღერები, წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს, თუმცა მამუკა ჩარკვიანი ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და ეს დღემდე ასეა. პირველად მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგა ფართო მსმენელის წინაშე, თავად სიმღერების დაწერა კი 15 წლის ასაკში დაიწყო. პირველი სოლოკონცერტი მას 1999 წელს ფილარმონიის სცენაზე ჰქონდა, ახლაც მისი სიმღერები კვლავ გაჟღერდება დიდ საკონცერტო დარბაზში.

30 მარტს ქართული ესტრადის ახალგაზრდა თაობა, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებიდან ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.

,,ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას’’ ამ სათაურით 30 მარტს 20:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო. კონცერტზე საავტორო სიმღერებს შეასრულებენ ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები. მამუკას სურვილია, რომ მისი სიმღერები დარჩეს თაობებს. ახალი სისხლია საჭირო - ფიქრობს ავტორი.

FB Video-  https://www.facebook.com/456431604698301/videos/456457891362339/

FB - https://www.facebook.com/456431604698301/videos/456457891362339/

თარიღი
ფასები
ხუთშაბათი, 30 მარტი
20:00
15 ₾-დან