Ajax Loader
Geo

შიმშილის ღმერთი • Biletebi.ge

რკინიგზელთა სახლი

მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლი ~

კოსტუმების მხატვარი ანა გურგენიძე

სპექტაკლში სრულდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები

მონაწილეობენ: ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი.

ხანგრძლივობა: 70 წთ.

სპექტაკლის შესახებ: „შიმშილის ღმერთი“ ჩვენი პირველი საერთო ნამუშევარია და ეხმიანება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას-სიღარიბეს. სიღარიბე, როგორც სხვადასხვა სახის ძალადობისა და სრული უიმედობის სათავე. სიღარიბე, როგორც სირცხვილი და ადამიანის ღირსების შელახვა. სიღარიბე, როგორც უსასტიკესი ღმერთი, რომელიც ელიტების სასარგებლოდ უკიდეგანოდ განავრცობს თავის ძალაუფლებას დაბალ კლასზე. სპექტაკლი დამყარებულია დოკუმენტურ მასალაზე და მუსიკალური და დრამატული თეატრის შერწყმით წარმოგვიდგენს 9 მსახიობისა და 2 რეჟისორის კვლევის შედეგებს. გარდა დოკუმენტური მასალისა, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ძველი ბერძნული მითი უფლისწული ერისიხთონის შესახებ, რომელიც ღმერთი დემეტრეს ქალაქში მუხის სასტიკად მოჭრისთვის სამუდამო შიმშილით დაისაჯა. ერისიხთონმა ყველაფერი გაყიდა შიმშილის დასაცხრობად, საკუთარი ქალიშვილის ჩათვლით, თუმცა რადგან ეს მაინც ვერ შეძლო, ბოლოს საკუთარი თავი შეიჭამა.

__________________________________________________________________________________________________

Performance by Mikheil Charkviani and Davit Khorbaladze

Costume design by Ana Gurgenidze

Songs by Irakli Charkviani are performed in this performance.

Cast: Nutsa Guchashvili, Gvantsa Enukidze, Nini Iashvili, Irakli Kakabadze, Teona Lejava, Anano Makharadze, TemoRekhviashvili, Irakli Sirbilashvili, TamtaChumashvili.

Duration: 70 min.

About the Perfomance: “God of Hunger” is our first general production and concerns one of today's gravest issues - poverty. Poverty as a provoker of violence and total despair. Poverty as an inflictor of shame and a cause of the loss of honor. Poverty, taking the form of a terrible and merciless god conceived by the social elite who implements his power to rule the lower classes. The performance is based on documentary materials, which through combining musical and dramaturgical elements, presents the research done by nine actors and two directors. The ancient Greek myth of Prince Erysichthon also served as inspiration for the play. The story goes that Prince Erysichthon was cursed with everlasting hunger as punishment for his cutting down of an oak tree in the Greek god Demeter's city. Erysichthon sold every last one of his belongings, as well as his daughter, in an attempt to alleviate his untiring hunger. Finally, driven to madness from his starvation, he devours himself.

თარიღი
ფასები
შაბათი, 08 აპრილი
19:00
10 ₾