Ajax Loader
Geo

ცოცხალი წიგნები • Marjanishvili Server

სარდაფი ა
ჟანრი: პოეზიის საღამო
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 60
პრემიერა: 12-12-2016
ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. 23 იანვარს, ახალ სეზონს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი ვახტანგ ჯავახაძის პოეზიით გახსნის. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge - ზე შეუძლიათ. მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.
თარიღი
ფასები
ორშაბათი, 23 იანვარი
20:00
7 ₾