Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

თელავის მუსიკალური ფესტივალი

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 23-30 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაიუნგ ჩოი და იბაი ჩენი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი. საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. 

ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.