Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ლიანა ისაკაძის ფესტივალი "ღამის სერენადები"

ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" ტრადიციულად ბათუმში დაიწყება. ფესტივალი საზეიმოდ სასტუმრო შერატონის საკონცერტო დარბაზში 26 აგვისტოს გაიხსნება. ბათუმში საფესტივალო საღამოები მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების მონაწილეობით ასევე 28 და 29 აგვისტოს გაიმართება. 31 აგვისტოს კი ფესტივალი ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და "მსოფლიო ფირტუოზების" გრანდიოზული გალა კონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში დაიხურება.