Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ყიდით ბილეთებს?

Biletebi.geწარმოადგენს ავტომატიზირებულ კომპიუტერულ სისტემას ბილეთების როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ (სალაროში) გასაყიდად. ჩვენი სისტემით შესაძლებელია თეატრის, კინოს, კონცერტების, სპორტული ღონისძიებების, პროფესიული კონფერენციების, სასწავლო სემინარების, ტრანსპორტის, ტურისტული ტურების, მუზეუმების დ.ა.შ ბილეთების და დაშვების უფლებების გაყიდვა.

გამომდინარე თქვენი ღონისძიების მაშტაბიდან ჩვენ გთავაზობთ 3 ტიპის სერვისების პაკეტს:

სერვისი საწ. სტანდ. პრო
ღონისძიების განთავსება Biletebi.ge-ზე
ბილეთების (სამაჯურების) წინასწარი ბეჭდვა სალაროში რეალიზაციისთვის ან მოსაწვევების სახით გასავრცელებლად. მინიმალური პარტია 100 ცალი, ბილეთის ფასი ~12 თეთრი.    
3 დონიანი დაცვა ბილეთების გაორების წინააღმდეგ
ონლაინ რეპორტი მიმდინარე გაყიდვების შესახებ
ღონისძიების მართვის და ბილეთების გაყიდვის პროგრამა, რომელიც ყენდება თქვენს კომპიუტერში და რომლითაც შესაძლებელია:  
დაამატოთ ღონისძიება  
მიუთითოთ /ცვალოთ ფასები  
გაყიდოთ ბილეთები ადგილზე, სალაროში ან ოფისში თავის ფასში ან ფასდაკლებით  
ამობეჭდოთ მოსაწვევები  
დაბლოკოთ/დაჯავშნოთ ადგილები  
მიიღოთ ამომწურავი ანგარიში მიმდინარე გაყიდვების შესახებ  
პროგრამის ლოკალური სერვერი სალაროში ინტენსიური და სწრაფი გაყიდვებისათვის    
გაყიდვების გაგრძელება ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში    
       

საჭირო აპარატურა

დასახელება საწ. სტანდ. პრო
ლეპტოპი Windows 7-ით  
თერმული ან ლაზერული პრინტერი  
ბილეთების ქაღალდი  
სტაბილური ინტერნეტ კავშირი  
საწყისი დონის სერვერი 4გბ ოპერატიული მეხსიერებით    
გამართული შიდა ქსელი    
ფიქსირებული IP მისამართი    

პრინტერები

ბილეთების გაყიდვისას ოპტიმალურია თერმული პრინტერის გამოყენება. თერმული ნიშნავს რომ პრინტერში არ გამოიყენება კარტრიჯი და ბეჭდვა ხდება ქაღალდის თერმული დამუშავებით. თერმულ პრინტერს სჭირდება თერმული ქაღალდი. ასეთი ტიპის ქაღლდზე ხდება დიზაინის ფერადი ელემენტების წინასწარი ბეჭდვა სტამბაში. ღონიძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (რიგი, ადგილი, ფასი, თარიღი დ.ა.შ.) ქაღალდზე იბეჭდება ბილეთის გაყიდვის მომენტში.

ბილეთების პრინტერების მე-2 ნაირსახეობაა სამაჯურების პრინტერები. სამაჯურები გამოიყენება კლუბებში, კონცერტებზე და სხვა მასიური თავშეყრის ადგილებში, დაცვის მხრიდან კლიენტის მარტივი იდენტიფიცირებისთვის.

ბილეთის ბეჭდვა ასევე შეიძლება ლაზერულ პრინტერზე, A4 ტიპის ქაღალდზე.

ყველა ტიპის ბილეთზე იბეჭდება QR ან შტრიხ-კოდი. ეს კოდები გამოიყენება ღონისძიებაზე დაშვების კონტროლისთვის.

ღონისძიებაზე დაშვების კონტროლის ხელის სკანერები

ღონისძიებაზე დაშვების კონტროლისთვის ჩვენ გთავაზობთ ხელის სკანერებს. სკანერებს აქვთ შესვლა/გამოსვლის დაფიქსირების ფუნქცია, ასევე იძლევიან სხვადასხვა ინფორმაციას ბილეთის, შესული და დარჩენილი მაყურებლის რაოდენობების შესახებ.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: