

ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს.
2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
მატჩი საქართველოს დროით 22:45-ზე, ხოლო უნგრეთის დროით 20:45-ზე დაიწყება
აღნიშნულ მატჩზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ბილეთების შეძენას 21 სექტემბრამდე შეძლებენ
ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.