

ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს უკრაინის წინააღმდეგ, 27 ნოემბერს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს
მაყურებელთა საყურადღებოდ:
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.
მე-2 იარუსი: 25, 40, 60 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი: 65, 90 და 110 ლარიანი ბილეთები.
*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე
ბილეთები არ ბრუნდება