

ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ, 5 ივლისს 19:15 საათზე, „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასიც განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 25,40,60 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი – 65,90 და 110 ლარიანი ბილეთები.
*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის დარბაზის კარი 17:30 საათიდან გაიხსნება.
დარბაზში მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.
მაყურებელთა საყურადღებოდ:
3 წლიდან ყველა ასაკის მაყურებელს სჭირდება ბილეთი
პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები დარბაზში შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან
ბილეთები არ ბრუნდება