

ყველა ბილეთი გაყიდულია
2 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამ შეხვედრაში გურამ კაშია 17 წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს და ეროვნულ გუნდს ბოლოჯერ უკაპიტნებს.
ერთად გავაცილოთ კაპიტანი!
🕖 კარის გაღების დრო: 19:00
🎟️ ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის ინფორმაციის შევსება სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.
♿ ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც მას სტადიონზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოაგზავნეთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი და პირადობის მოწმობის ასლი: [email protected]
⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
📌 სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები: https://www.gff.ge/ge/stadiums/rules
❗ ბილეთები არ ბრუნდება