

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე მატჩის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშის დაწყების დრო: 21:00
კარის გაღების დრო: 19:00
🎟️ ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის ინფორმაციის შევსება სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის (მონაცემების ცვლილება შესაძლებელი არ არის)
♿ ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც მას სტადიონზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოაგზავნეთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი და პირადობის მოწმობის ასლი: [email protected]
⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
📌 სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები: https://www.gff.ge/ge/stadiums/rules
ბილეთები არ ბრუნდება