სპორტის ბილეთები საქართველო - ისრაელი
სპორტის ბილეთები საქართველო - ისრაელი

საქართველო - ისრაელი

ორგანიზატორი: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
კვი, 23 აგვ, 19:15
ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ 23 აგვისტოს 19:15 საათზე, „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს. 

 

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასიც განსაზღვრულია 15-დან 60 ლარამდე.

 

მე-2 იარუსი – 15,20,30 ლარიანი ბილეთები.


1-ლი იარუსი – 40,50 და 60 ლარიანი ბილეთები.


*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე



მაყურებელთა საყურადღებოდ:

 

  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს  მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის დარბაზის კარი 17:30  საათიდან გაიხსნება.
     
  • დარბაზში მოსული მაყურებელი  უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.
     
  • პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
     
  • მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები დარბაზში შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან
     
  • 3 წლიდან ყველა ასაკის მაყურებელს სჭირდება ბილეთი

 

 

ბილეთები არ ბრუნდება

ფასი
-დან15 ₾