Ajax Loader
Geo

Muzame #13: John Maus • Erekle Deisadze • SpaceHall

Spacehall A

John Maus - ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი და პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორი, Lo-Fi ჟღერადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ფიგურა, ექსპერიმენტული სინთ-პოპისა და ავნგარდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელი თანამედროვე მუსიკასა და ხელოვნებაში.

1980 წელს, მინესოტაში (აშშ) დაბადებული ჯონ მაუსი ადრეული ასაკიდანვე ავლენს ინტერესს მუსიკისა და ფილოსოფიის მიმართ. კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მაუსი, რომელიც ერთდროულად განიცდის 80-იანების, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს გავლენას მუსიკაში, ლოს ანჯელესში ცნობილ მუსიკოსსა და მომღერალს, Ariel Pink-ს უმეგობრდება და აქტიურად ინტერესდება პოპ მუსიკით. Ariel Pink-თან არაერთი წარმატებული კოლაბორაციის პარალელურად ის იღებს დოქტორის ხარისხს პოლიტიკის ფილოსოფიაში და კონცენტრირებული ხდება სოლო კარიერაზე.

2006 წელს პირველი ალბომის Songs-ის გამოშვებისა და სოლო პერფორმანსების შემდეგ მაუსი აქტიურად იჭრება თანამედროვე მუსიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური და უნიკალური ფიგურა. მისი სასცენო შესრულებისთვის დამახასიათებელი ჰიპერ-ენერგიული, სრულიად ისტერიული მანერა, რასაც თავად Hysterical Body-ს უწოდებს, მალევე იქცევს მსმენელისა და მუსიკალური მედიის ყურადღებას. The Guardian მას უწოდებს “შეშლილ პაციენტს, რომელიც ეს-ესაა ექთანს გამოექცა”.

2007 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი Love is Real ბრიტანულ ანდერგრაუნდ ლეიბლზე Upset The Rhythm, ხოლო 2011 წელს მისი მესამე, ჯერჯერობით საბოლოო და ყველაზე ცნობილი ნამუშევარი We Must Become the Pitiless Censors of Ourselves. ალბომის სათაური წარმოადგენს ფრანგი ფილოსოფოსის, ალან ბადიუს ცნობილ ციტატას. ლირიკული თვალსაზრისით ის მაუსის კონცეპტუალურად ყველაზე შეკრულ ფილოსოფიურ ნამუშევრად ითვლება, მუსიკალურად კი ყველაზე მწიფედ. კლასიკური მუსიკის, ბაროკოს, ავანგარდული პოპისა და პოსტ-პანკის ისტერიულ ნაზავს 80-იანების სინთეზატორების რეტრო ჟღერადობა ავსებს, რაც საბოლოო ჯამში ჯონ მაუსის სრულიად უნიკალურ მუსიკალურ სახეს ქმნის. ბოლო წლებში მაუსი აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ ფილოსოფიურ საქმიანობაში და თითქმის გამქრალი იყო მუსიკიდან, 2017 წელს კი მსოფლიოს მუსიკალური პრესა მაუსის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაუსი პირველ მსოფლიო ტურნეს მართავს, რომელიც მოიცავს ცოცხალ პერფორმანსებს ამერიკასა და ევროპაში. ჯონ მაუსს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე დიდ აუტსაიდერად მოიხსენიებენ.

 

Erekle Deisadze: მუსიკოსი და პოეტი, რეჟისორი, სამოქალაქო აქტივისტი, თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შთამბეჭდავი, ხშირად კონტრვერსიული ფიგურა. მისი მუსიკა წარმოადგენს პოპის, სინთპოპის, ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის სინთეზს, რომელსაც ხშირად თან ახლავს ღრმა, ფილოსოფიური ტექსტები სოციალურად აქტუალურ საკითხებზე. ერეკლე დეისაძეს არაერთ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა როგორც სოლო, ისე ჯგუფის სახით.

თარიღი
ფასები
სამშაბათი, 24 ოქტომბერი
20:00
25 ₾

მსგავსი ღონისძიებები