Ajax Loader
Geo

Muzame #12: Motorama • BeQa Kundalini • Biletebi.ge

Spacehall A

Motorama ფრანგულ ლეიბლის Talitres ოჯახის წევრი, მსოფლიოში ცნობილი პოსტ-პანკ ჯგუფია. კოლექტივი 2005 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მათ მუსიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა კლასიკური ბრიტანული პოსტ-პანკის ისეთ ლეგენდარულ წარმომადგენელს, როგორიცაა Joy Division. ეს მუსიკალური გავლენა აისახა ჯგუფის პირველ ორ EP-ზე Horse და Bear. მოგვიანებით, 2010 წელს პირველი სრული ალბომის Alps გამოშვებით მათ ჟღერადობას ნიუ- ვეივისა და ინდი-პოპის ელემენტები დაემატა, რითაც მათი მუსიკა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.

ლეიბლ Talitres-ს Motorama 2012 წლიდან უერთდება და მათთან თანამშრომლობით გამოცემული ალბომი Calendar ჯგუფის პოპულარობას მნიშვნელოვნად ზრდის. ალბომზე დადებით შეფასებებს აქვეყნებენ BBC და ონლაინ გამოცემა The Saint. ჯგუფი აქტიურად იწყებს მსოფლიო ტურნეების გამართვას და პარალელურად უშვებს კიდევ ორ ალბომს: Poverty (2015) და Dialogues (2016).

Motorama-ს მუსიკა გამოირჩევა პოსტ-პანკის, ინდის და დრიმ-პოპის სინთეზით, რომელსაც სევდიანი, მეოცნებე და მელანქოლიური ემოციურობა ახლავს თან. მუსიკოსების თქმით მათი ინსპირაციის მთავარი წყარო მსოფლიოს გარეშემო მოგზაურობაა, რაც მათ ეხმარება გასცდნენ ადგილობრივ ჩარჩოებს და საკუთარ შემოქმედებას გლობალური სახე და ჟღერადობა მისცენ.

BeQa Kundalini თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. მისი მუსიკალური წარსული ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა, კუნდალინმა ყურადღება თავდაპირველად ჯგუფ Sharqataqi-თ მიიპყრო, რომელიც სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული პროექტი გახლდათ და შინაარსობრივ აქცენტს სოციალური პრობლემების ნიადაგზე წარმოქმნილ საპროტესტო განწყობებზე აკეთებდა.

მოგვიანებით ის უფრო მეტად იჭრება ელექტრონულ მუსიკაში და სოლო არტისტის სახით, BeQa Kundalini-ს სახელით ევლინება სცენას. ინსპირაციის წყაროებს ამჯერად ტექნო, მინიმალ ტექნო და ჰაუსი წარმოადგენს. მასზე ასევე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ელექტრონული პროექტები Muslimgauze, Burial, Underworld და Aphex Twin. მისი სოლო ნამუშევრების მიმართ ინტერესი მსმენელში ბოლო დროს განსაკუთრებით მატულობს.

Presale I: 20 ლარი

Presale II: 30 ლარი

კარზე: 30 ლარი

თარიღი
ფასები
ხვალ
20:00
20 ₾