გიწვევთ SOLO Talks-ზე − ეფექტიანი პროექტის განვითარება და მართვა, რომელსაც გაუძღვება სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის უფროსი ექსპერტი, მრჩეველი გიორგი გოგუაძე.
გიორგი ისაუბრებს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ჩვენი იდეა იქცეს წარმატებულ პროექტად და მიიპყროს ინვესტორის / დონორის ინტერესი, ასევე, როგორ ვმართოთ პროექტი, რომელიც დაგვეხმარება არა მარტო მიზნად დასახული წარმატების მიღწევაში, არამედ დონორთან და პარტნიორთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.