SOLO Sunday-ს ფარგლებში თქვენი შვილებისთვის კარტინგის ნამდვილი ჩემპიონატი მოეწყობა, სადაც პატარები შთამბეჭდავ რბოლებში მიიღებენ მონაწილეობას და შეაგროვებენ ემოციებს, რომლებიც ყოველთვის კარგად ემახსოვრებათ. შეჯიბრებამდე ბავშვებისთვის საინტერესო მასტერკლასიცაა დაგეგმილი, სადაც ისინი გაიგებენ მეტს კარტინგის, როგორც სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის, შესახებ. ასევე გაეცნობიან მართვის უსაფრთხოების წესებს.
გაითვალისწინეთ, ბავშვებს უნდა ეცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი და დახურული სპორტული ფეხსაცმელი.