თუ თქვენი შვილი პატარა გამომგონებელია და აქვს შემოქმედებითი უნარი, საკუთარი ხელებით შექმნას სხვადასხვა აქსესუარი, SOLO Sunday-ს ფარგლებში ორგანიზებული გამომგონებლობის მასტერკლასი სწორედ მისთვისაა. მასტერკლასს გაუძღვება „მოსწავლებელი“ გიორგი ლიპარიშვილი, გამომგონებლობანას კურსის ავტორი „კრეატივის სკოლა“-ში.
ბავშვებს კი ბარათებით გაცნობიდან დაწყებული, სიტყვების გამოგონებით გაგრძელებული და Youtube-ის არხის განხილვით დამთავრებული ბედნიერი მომენტები ელოდებათ. რაც მთავარია, საკუთარი ხელით გაკეთებულ ნივთებს − ყელსაბამებს, მაცივრის მეგობრებს თუ სხვა − თან წაიღებენ და გამოიყენებენ.