SOLO Kids - როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციებზე • SOLO Events
SOLO Lounge-ი.ჭავჭავაძის გამზ. №29 (დასწრება ფასიანი)
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
SOLO Kids-ი 12-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის „ემოციების დიდი წიგნის“ ფარგლებში ატარებს მასტერკლასს თემაზე ‒ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციებზე
მასტერკლასს გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი, რომელიც საინტერესო აქტივობებში ამოგზაურებს თქვენს პატარებს
გაეცანით აქტივობის განრიგს
- ჯგუფის მონაწილეები პირველ ეტაპზე გაიცნობენ ერთმანეთს და პატარა სავარჯიშოსაც გააკეთებენ.
- რა ხდება შენს გულში ‒ მონაწილეებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც ხატია გული. თითოეულმა წევრმა გული უნდა შეავსოს მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით ‒ რა ხდება მის გულში,
- ფსიქოგანათლება ‒ რა არის ემოცია, როგორი ემოციები არსებობს, რომელ ემოციებს ვგრძნობთ ყოველდღიურად, 6 ემოციის განხილვა ‒ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, თავად ისაუბრონ სიტუაციებზე, რომელშიც კონკრეტულ ემოციას განიცდიან,
- იყავით მადლიერი ‒ მადლიერების გრძნობის მნიშვნელოვანია. რისი მადლიერი ვარ, რა მომწონს საკუთარ თავში, რა კავშირშია მადლიერება ემოციებთან
- ემოცია და სხეული ‒ რა კავშირია ემოციასა და სხეულს შორის; ნეგატიური ემოციები ‒ შიში, ბრაზი და ზიზღი; უსაფრთხო ადგილი ‒ წარმოსახვითი სავარჯიშოს გაკეთება; შეჯამება, რეფლექსირება;
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)