SOLO Kids - პატარების შემეცნებითი ტური მედიცინის მუზეუმში • SOLO Events
ქართული მედიცინის ისტორიის მუზემი,დ.უზნაძის N51(დასწრება ფასიანი
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
SOLO Kids-ის ფარგლებში თქვენს შვილებს მედიცინის მუზეუმში ვიწვევთ, სადაც ისინი გაიგებენ მედიცინის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს უძველესი პერიოდიდან თანამედროვე ეპოქის ჩათვლით
დაათვალიერებენ:
- საქართველოში მილიონობით წლის წინ გადაშენებული გიგანტური ცხოველის ამფიციონის ნაკვალევს
- 6 000 წლის წინანდელ დაავადებული და ნაოპერაციები (ტრეპანირებული) ადამიანის ძვლოვანი მასალის ნიმუშებს
- საქართველოში უძველესი აფთიაქის რეკონსტრუქციას
- ქართველი სახალხო მკურნალების სამედიცინო იარაღებსა და
- მისტიური დანიშნულების შესალოც ამულეტებს
ასევე გაეცნობიან მითოლოგიურ პერსონაჟებს, შეიტყობენ მათი წვლილის შესახებ სამედიცინო ცოდნის ჩამოყალიბებაში, ნახავენ გამოჩენილი ქართველი ექიმების პირად ნივთებს და ა.შ
ბავშვის ასაკი: 9 წლიდან
ბავშვების რაოდენობა: 5-15
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)