SOLO Kids - მე და ჩემი ემოციები • SOLO Events
SOLO Lounge-ი.ჭავჭავაძის გამზ. №29 (დასწრება ფასიანი)
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
SOLO Kids-ი 6-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის „ემოციების დიდი წიგნის“ ფარგლებში ატარებს მასტერკლასს თემაზე ‒ მე და ჩემი ემოციები
მასტერკლასს გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი, რომელიც საინტერესო აქტივობებში ამოგზაურებს თქვენს პატარებს
გაეცანით აქტივობის განრიგს
- მისალმება, ერთმანეთის გაცნობა ‒ ერთმანეთისთვის ბუშტის გადაცემით ყველა ამბობს სახელს და ერთ რამეს, რაც ძალიან მოსწონს
- ფსიქოგანათლება ‒ რა არის ემოცია, როგორი ემოციები არსებობს, რომელ ემოციებს ვგრძნობთ ყოველდღიურად. ბავშვები ნახავენ ფოტოებზე გამოსახულ სიტუაციას, რომელშიც გარკვეულ ემოციას გრძნობს მოქმედი გმირი, შემდეგ კი უნდა გამოიცნონ, რომელია ეს ემოცია.დახატე შენი თავი რომელიმე ემოციით ‒ ბავშვებმა უნდა დახატონ საკუთარი თავი იმ ემოციით, რომელსაც ხშირად გრძნობენ ან მნიშვნელოვანია მათთვის. შემდეგ ისაუბრებენ მათი ნახატის შესახებ
- ემოცია და სხეული ‒ რა კავშირია ემოციასა და სხეულს შორის, სხეულის რა ნაწილში რომელი ემოცია შეიძლება ვიგრძნოთ, აქცენტი იქნება სახესა და მიმიკაზე. ამის შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ ფურცლები, რომელზეც ადამიანის სხეულია მოცემული. მათ უნდა გააფერადონ სხეული ემოციების ფერებით და გაარკვიონ ‒ რა ემართება ჩვენს სხეულს, სად ვგრძნობთ ემოციას, როგორ გვეხმარება სხეული ემოციის ამოცნობაში
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)