10 ივნისს, 12:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში თქვენი შვილებისთვის დავგეგმეთ დახურული ექსკურსია.
ბავშვები სცენის მიღმა შეაბიჯებენ და გაიგებენ როგორ იგეგმება სპექტაკლები, როგორ იმართება სცენა, ვინ დგამს წარმოდგენებს. გაეცნობიან თეატრის ისტორიას, დაათვალიერებენ შენობას და მუზეუმს.
ექსკურსიას მუზეუმის მცველი, თეატრმცოდნე რუსუდან შოშიტაიშვილი გაუძღვება