Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით

SAKOSI MENTORSHIP

ქართველი ბოგერის სალომე კასრაძის ახალი პროექტი SAKOSI MENTORSHIP წარმოადგენს ონლაინ ტრენინგს, რომელიც დახურულ ინსტაგრამ გვერდზეა მორგებული და მისი მიზანია ქალების გაძლიერება.

SAKOSI MENTORSHIP ტრენინგ პროგრამებს წარმოადგენენ საქართველოში წარმატებული პერსონალური ტრენერები. პროგრამები გაიწერება კვირების და თვეების მიხედვით. ჯგუფის წევრები კი პროგრამაში ჩართვას და ცოდნის გაღრმავებას ინსტაგრამის კონტენტით შეძლებენ – ყოველდღიურად თემატიკის მიხედვით ჯგუფში Sakosi Mentorship დაიდება ინფორმაციული პოსტები. კვირაში ორი დღე იქნება დავალების პოსტი, ხოლო დანარჩენი - ინფორმაციული და გასააზრებელი. ყოველი თვის ბოლოს კი ჯგუფის წევრებს საშუალება ექნებათ თემის შემაჯამებელ ლაივს ადევნონ თვალი და დასვან კითხვები.

Sakosi Mentorship პირველი მოწვეული ტრენერია თამუნა ჩიჩუა, რომელიც წარმოადგენს პროგრამას ,"ჰარმონია საკუთარ თავთან".