Ajax Loader
Geo

ანსამბლი შავნაბადა - მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017 • კურორტი საირმე

კურორტი საირმე / Sairme Resort

ანსამბლი - ,,შავნაბადა”, 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ანსამბლების “მართვესა” და “ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, ქათულ-ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ქართულ საეკლესიო მუსიკას.

“შავნაბადამ” 11 წლის არსებობის მანძილზე გამოსცა 9 აუდიო ალბომი. აქედან 3 წარმოადგენს ქართული ტრადიციული საგალობლების შემსწავლელ გამოცემას, რომელიც ქართული გალობის თვითმასწავლებელია და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მთელს საქართველოში უფასოდ ვრცელდება.

“შავნაბადამ” წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებთან და მუსიკოსებთან სხვადასხვა პროექტებში: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ სფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი. ასევე წარმატებით ითანამშრომლა ქართულ-კორსიკული ექსპერიმენტული მუსიკის შემქნაში მარსელის, ლიონისა და კორსიკის სახელმწიფო ანსმაბლებთან ერთად. 2016 წელს ანსამბლი მიწვეული იყო მსოფლიოში ცნობილ დარბაზში, გერმანიის ,,გევნდჰაუსსში” სადაც წარმატებით ჩაატარა რამდენიმე კონცერტი, რომელიც გადაიცა გერმანიის საზ. მაუწყებლის ეთერით.

ანსამბლს ექსპედიციების და პუბლიცისტური სამუშაოების შედეგად გამოცემული აქვს ბიოგრაფიული წიგნები, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერის აუდიო ალბომები და აქტიურად მუშაობს ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დაარსებაში. 5 წელია არსებობს ანსმაბლ ,,შავნაბადას” საბავშვო ანსმაბლი, რომელიც 40 ბავშვით არის დაკომპლექტებული სადაც სწავლობენ ქართულ გალობა-სიმღერას.

ანსამლის წევრები:

1. ამაშუკელი კოტე

2. წიკლაური ბაჩო

3. ბედენაშვილი ლაშა

4. პაპიძე თორნიკე

5. აბაშიძე გაგა

6. ჯავახუშვილი მიხეილ

7. ალხაზიშვილი თენგო

8. მეგრელიშვილი ავთანდილ

9. კოპალიანი ირაკლი

10. სვანიძე გიორგი

11. ჩიგოგიძე გიგა

12. ლოსაბერიძე გიორგი

13. მაზიაშვილი დავითი

14. კანანაძე გიორგი

15. კემულარია საბა

16. შარიქაძე სპარტაკ

17. ცინცაძე დათო

პირელი განყოფილება:

1. შემოქმედურა

2. მგზავრულ

3. ჩვენ მშვიდობა

4. ვაგიორქო მა

5. რირარა

6. ხასანბეგურა

7. შარატინ

8. კახური ნანა

9. კალოსპირული

10. ორირა

მეორე განყოფილება:

11. კახური მაყრული

12. წინწყარო

13. ალიფაშა

14. ჭონა

15. ჩაკრულო

16. ოროველა

17. სულიკო

18. სძინავს ტბას

19. სვანური ფერხული

20. ნადური

თარიღი
ფასები
შაბათი, 26 აგვისტო
17:00
20 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები