Ajax Loader
Geo

ანსამბლი ბასიანი - მუსიკალური ფესტივალი საირმე 2017 • კურორტი საირმე

კურორტი საირმე / Sairme Resort

ანსამბლი „ბასიანი“ ჩამოყალიბდა 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.

ანსამბლი "ბასიანი" თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია დაპატრიარქის მიერ ყოველ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს.

2013 წელს კი „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოსხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი დონაძე. დღიდან დაარსებისა, ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში, გამოსცა კომპაქტ დისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ექსპედიციებითა კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონები, საკონცერტო ტურნეები გამართა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მონაწილეობა მიიღო სახელგანთქმულ საერთაშორისო ფესტივალებში და წარმატებით წარსდგა მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე.

წევრები:

გიორგი დონაძე სამხატვრო (ხელმძღვანელი), ზურაბ წკრიალაშვილი (დირექტორი), გიორგი გაბუნია, ელიზბარ ხაჩიძე, ირაკლი ტყვაცირია, თორნიკე მერაბიშვილი, პაატა ცეცხლაძე, სერგო ურუშაძე, ზვიად მიჩილაშვილი, ბათუ ლომინაძე, ლაშა მეტრეველი, გიორგი მექვაბიშვილი, ზურაბ მექვაბიშვილი, ზაზა ბაჩილავა, ზაზა ზურიაშვილი საკონცერტო

პირველი განყოფილება

1. კახური მრავალჟამიერი - კახური სუფრული.

2. ორირა - გურული მგზავრული.

3. ბიბა - სვანური სახუმარო

4. ჭონა - ქართლური სარიტუალო. თორნიკე მერაბიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი

5. რაჭული მაყრული - რაჭული საქორწილო

6. შთახედ შენ - პასექის VI სძლისპირი, გელათის სკოლა

7. საშოთ მთიებისა - შობის შესლვადი, შემოქმედის სკოლა (გადმოცემული არტემ ერქომქიშვილის მიერ)

8. ტურფანი სხედან ჩარდახსა - კახური სუფრული

9. ვეენგარა - მეგრული ნანა.

სოლისტები: ირაკლი ტყვაცირია, პაატა ცეცხლაძე, ლაშა მეტრეველი.

ჩონგური: გიორგი დონაძე

10. ოდოია

მეორე განყოფილება

11. წმიდაო ღმერთო

12. სვანური ფერხული

13. სიმღერა სნოზე - ავტორი: ანზორ ერქომაიშვილი;

ლექსი: დეკანოზი თავმას ჩოხელი.

სოლისტი: ზვიად მიჩილაშვილი

14. განდაგანა ვოისათი - აჭარული საცეკვაო.

ჭიბონი: ელიზბარ ხაჩიძე;

ჩონგური: ზურაბ წკრიალაშვილი

15. წინწყარო

16. ხასანბეგურა - გურული ისტორიული

17. ასე ჩონგური - მეგრული საჩონგურო

18. ჩაკრულო - კახური სუფრული

19. ჩოჩხათურა - გურული ნადური, შრომის.

20. გაზაფხული

თარიღი
ფასები
კვირა, 10 სექტემბერი
17:00
20 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები