Ajax Loader
Geo

ანსამბლები იამე და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი - საირმე 2017 • კურორტი საირმე

კურორტი საირმე / Sairme Resort
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი შეიქმნა 2010 წელს.

ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია, მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის სიმღერებს და საკრავიერ მუსიკას.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანადგომით ანსამბლმა გამოსცა მუსიკალური ალბომი (2013წ), რომელშიც შესულია 17 სიმღერა.

2017 წელს შეიქმნა ანსამბლის ვიდეო სარეკლამო რგოლი.

დირექტორი: ზეინაბ ბურჯანაძე

ლოტბარი: ქეთევან ბანცაძე

ანსამბლის წევრები:

ბექა აბესაძე, შოთა ბანძელაძე, ლევანი გერსამია, ლევან გოგოლაძე, ზურაბ გოგოლაძე, ლაშა გოგსაძე, იოსებ კუბლაშვილი, მირზა ლექვინაძ,ე გიორგი ლეშკაშელი, ლევან ჟვანია, ტაბეშაძე გივი, სერგი ფურცხვანიძე, გიორგი ხაჭაპურიძე.

 

ანსამბლი ,,იამე''

ქალთა ანსამბლი ,,იამე’’ თერჯოლაში გულთამზე კუბლაშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს შეიქმნა .სახელი ქალაქური სიმღერის ,,ყაყაჩო აყვავაბულას’’ ტექსტის ვარიანტს უკავშირდება. ,,იამეს’’ მთავრი მიზანი იმერული სოფლური და ქალაქური სიმღერის შესწავლა-პოპულარიზაციაა.ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთერული ადგილი უკავია XIX-ე საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ იმერულ ქალაქურ სიმღერას, რომლის საფუძველი საოპერო მუსიკა და რუსული რომანსი გახდა. ნოტებით, აუდიო ჩანაწერებითა თუ ოჯახებში შესწავლილ სმღერებს ,,იამე’’ დახვეწილი გემოვნებით, რაფინირებულად, კუთხური კოლორიტით ასრულებს.მომღერლების უმრავლესობას მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, რაც დიდად ეხმარება ანსამბლ წარმატებეში.

ანსამბლის წევრები:

ლალი ვერულაშვილი, ქეთევან გავაშელაშვილი, ალექსანდრა გურაბანიძე ცხადაძე, ანა დევიძე ვალენტინა მინდიევი, გულთამზე კუბლაშვილი

ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და ანსამბლ იამეს საკონცერტო პროგრამა

პირველი განყოფილება:

1. კახური მრავალჯამიერი

2. ვანური მაყრული

3. გაზაფხული

4. იამე - არ დაიჯერებ

5. იამე - იმერული სიმღერების პოპური

6. იმერული მრავალჟამიერი

7. ტურფანი

8. ევრიდა მასპინძელსა

9. იამე - ჭონა

10. იამე - იმერეთო იმერეთო

11. იამე - არც ხოს ამბობ არც არას

მეორე განყოფილება:

12. იამე - იანვარში ვის უნახავს გაზაფხული

13. იამე - მუხამბაზი

14. რეზო ლაღიძე _ “წუთისოფელი”

15. ვანური “ჩვენ მშვიდობა”

16. აფხაზური მაყრული

17. იამე - ნიავი ქრის

18. იამე - სადღესასწაულო

19. იამე - პოპური ქართული კინოფილმებიდან

20. ვოისა ჰარირა

21. ხასანბეგურა

22. ჩაკრულო

თარიღი
ფასები
შაბათი, 09 სექტემბერი
17:00
20 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები