

სტუდია მანდალას შემოქმედებითი დაბადების დღის ფარგლებში ბავშვებს ელოდებათ თეატრალური წვეულება, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად ითამაშებენ სხვადასხვა როლს, შექმნიან პატარა სცენებს, იმოძრავებენ, იმღერებენ, იცეკვებენ და საკუთარ ფანტაზიას თავისუფლებას მისცემენ. პროგრამა მოიცავს ასაკის შესაბამის თეატრალურ და როლურ თამაშებს, მუსიკასა და მოძრაობას, ჯგუფურ თამაშებსა და იმპროვიზაციას. შემოქმედებით პროცესთან ერთად ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო გუნდურ აქტივობებში. წვეულების ბოლოს გაიმართება მხიარული დაჯილდოების მომენტი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ტორტზე სანთლების ჩაქრობის დამატებაც.
ბილეთის შეძენამდე, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ: 557-116-628 და დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო
ასაკობრივი შეზღუდვა: 6-13 წელი
ბავშვების რაოდენობა ჯგუფში: 10
ერთ მომხმარებელს შეუძლია 1 ბილეთის შეძენა