

სტუდია მანდალას შემოქმედებითი დაბადების დღის ფარგლებში ბავშვებს ელოდებათ ხატვის წვეულება, სადაც მეგობრებთან ერთად შექმნიან საკუთარ ნახატებს, გაერთობიან და თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ იდეებს.
ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ხატვისთვის საჭირო მასალები: ტილოები, ფუნჯები, მრავალფეროვანი საღებავები და წინსაფრები. მათ შეეძლებათ იმუშაონ სხვადასხვა თემაზე — საყვარელ ცხოველზე, ზღაპრულ სამყაროზე, ფერად პეიზაჟზე ან მათთვის საინტერესო სხვა იდეაზე.
შემოქმედებით პროცესთან ერთად გაიმართება მხიარული გუნდური თამაში.
წვეულების ბოლოს თითოეული ბავშვი საკუთარ ნახატს სახლში წაიღებს და მონაწილეობას მიიღებს დაჯილდოების მხიარულ მომენტში.
ბილეთის შეძენამდე, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ: 557-116-628 და დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო
ასაკობრივი შეზღუდვა: 6-13 წელი
ბავშვების რაოდენობა ჯგუფში: 10
ერთ მომხმარებელს შეუძლია 1 ბილეთის შეძენა