

სტუდია მანდალას შემოქმედებითი დაბადების დღის ფარგლებში ბავშვებს ელოდებათ თიხის სახელოსნო, სადაც მეგობრებთან ერთად შექმნიან საკუთარ პატარა ნამუშევრებს, გაეცნობიან თიხასთან მუშაობის სხვადასხვა ტექნიკას და საკუთარ იდეებს რეალურ ფორმას მისცემენ. ბავშვები თიხისგან შექმნიან სხვადასხვა ფიგურას, პატარა ნივთებს, ცხოველებს, ჭურჭელსა და დეკორაციებს. თითოეული ნამუშევარი ბავშვის საკუთარი იდეის მიხედვით შეიქმნება. შემოქმედებით პროცესთან ერთად გაიმართება მხიარული გუნდური თამაშიც.
წვეულების ბოლოს თითოეული ბავშვი საკუთარ ხელით შექმნილ თიხის ნამუშევარს სახლში წაიღებს და მონაწილეობას მიიღებს დაჯილდოების მხიარულ მომენტში.
ბილეთის შეძენამდე, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ: 557-116-628 და დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო
ასაკობრივი შეზღუდვა: 6-13 წელი
ბავშვების რაოდენობა ჯგუფში: 10
ერთ მომხმარებელს შეუძლია 1 ბილეთის შეძენა